logo
ENG



ნეთანიაჰუ NY Times-ს "ათწლეულების განმავლობაში ისრაელის დემონიზაციაში" ადანაშაულებს

19 დეკ 202222:11
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/19/uio83l3zpqnh1fi.png
Gil COHEN-MAGEN / AFP

ლიკუდის ლიდერმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ პირობა დადო, რომ გააგრძელებს New York Times-ის "უსაფუძვლო რჩევების" იგნორირებას მას შემდეგ, რაც გაზეთმა გამოაქვეყნა ედიტორიალი სადაც წერია, რომ ისრაელის მომავალი მკაცრი მთავრობა საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიას.

პუბლიკაცია, სახელწოდებით "ებრაულ სახელმწიფოში დემოკრატიის იდეალი საფრთხეშია", ამტკიცებდა, რომ სანამ ნეთანიაჰუმ არჩევნები სამართლიანად მოიგო, შორსმიმავალი ძალა, რომელსაც ის სთავაზობს თავის ულტრამემარჯვენე და ულტრა მართლმადიდებელ პარტნიორებს, რეალურ საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ ღირებულებებს.

ნეთანიაჰუმ Twitter-ზე NY Times დაადანაშაულა "წლების განმავლობაში ჰოლოკოსტის მის [NY Times] უკანა გვერდებზე დამარხვაში და ათწლეულების განმავლობაში ისრაელის დემონიზაციაში." ნეთანიაჰუს თქმით, სამარცხვინოა ისრაელის არჩეული მომავალი მთავრობის ავტორიტეტის შელახვის მცდელობა. 

"მანამ, სანამ  NYT აგრძელებს ახლო აღმოსავლეთში ერთადერთი ჭეშმარიტი დემოკრატიისა და აშშ-ს რეგიონში საუკეთესო მოკავშირის დელეგიტიმაციას, მე გავაგრძელებ უსაფუძვლო რჩევების იგნორირებას და ამის ნაცვლად, ყურადღებას უფრო ძლიერი და განვითარებული ქვეყნის მშენებლობაზე გავამახვილებ."- წერს ნეთანიაჰუ. 


close დახურვა